სამშენებლო პროცესების მენეჯმენტი
საგნის კოდი: AAC44301G3-LS
კრედიტების რაოდენობა: 5 კრედიტი
მეცადინეობის ფორმები: ლექცია, სემინარი,
სფერო: არქიტექტურა და მშენებლობა
ქვესფერო: სამოქალაქო ინჟინერია
ფაკულტეტი: სამშენებლო
ენა: ქართული
მოკლე აღწერა: დაშვების წინაპირობები: არ აქვს.სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მენეჯმენტის არსი, ფუნქციები და მნიშვნელობა; მშენებლობის პროექტების მენეჯმენტის საკითხები და კონტროლი, მართვის ძირითადი კანონები და მათი თავისებურებანი. წარმატებული მენეჯმენტის პრინციპები, მეთოდები და ინსტრუმენტები. ფინანსების მართვის საკითხები მშენებლობაში. ინვესტირების საკითხები მშენებლობაში. მშენებლობის დაგეგმვის ფუნდამენტური პრინციპები, მოწყობა და მოთხოვნები; სტრატეგიული მენეჯმენტის როლის მნიშვნელობა მშენებლობაში; ლიდერობა და მოლაპარაკებების წარმართვის წესები. ეთიკური ბიზნესის საკითხები. სამშენებლო პროექტების მართვის წესები. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტებში (მოპ) უსაფრთხოების საკითხების მართვა.
/